ავტოავარია თბილისში: დაიღუპა ქალი

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპული იმ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იყო, რომელიც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მომხდარის დეტალებს პოლიცია ადგენს.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. ვარკეთილში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შემზარავი ავტოავარია ფონიჭალაში: დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი

ქალი – მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. დაშავდა სატვირთო ავტომობილის მძღოლიც. სხეულის დაზიანებებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება მიმდინარეობს საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის ექვს თვეში საქართველოში ავტოავარიებში 203 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათი – ბავშვი. სულ მოხდა 2 270 ავარია მძიმე შედეგებით, რასაც სისხლის სამართლის სასჯელი მოსდევს. ავარიების ნახევარი თბილისზე მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0