კონტრაბანდული სიგარეტი და მედიკამენტები საქართველო–სომხეთის საზღვარზე

© Investigation Service of the Ministry of Financeსიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მებაჟეებმა ავტომობილების დათვალიერებისას, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები მართავდნენ, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული მედიკამენტების, სიგარეტისა და სხვადასხვა დასახელების საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სმარტფონი - Sputnik საქართველო
ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვარზე კონტრაბანდული სმარტფონების პარტია დააკავეს

მებაჟეებმა ავტომობილების დათვალიერებისას, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები მართავდნენ, არადეკლარირებული 34 დასახელების მედიკამენტი, 24 600 ღერი უაქციზო სიგარეტი და 1163 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მისი საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცემა.

ყველა ახალი ამბავი
0