გორის მუნიციპალიტეტში ტყე იწვის

© photo: Emergency Management Service / FBტყის ხანძრის ჩაქრობა
ტყის ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიღაცის პიკნიკმა და დაუდევრობამ რთულად მისადგომ ადგილას ტყის ხანძარი გამოიწვია - მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა ხელით უწევთ

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში, ატენი-ბოშურის მიმდებარედ, მთაში კლდოვან ნაწილზე ხანძარია, იუწყება პირველი არხი.

გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ატენის თემში ნუგზარ მძინარაშვილმა განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი გაუფრთხილებლობა გახდა.

„ვიღაცამ იქეიფა და ფოერვერკები გაუშვა. ჩავარდა სადღაც, ბუჩქნარს მოეკიდა და იქიდან გადავიდა ცეცხლი“,- განაცხადა მძინარაშვილმა.

ტელეარხის მონაცემებით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, მაგრამ რთული რელიეფის და ცუდი ხილვადობის გამო მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა ხელით უწევთ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0