23:53 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (816)
86 0 0

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა დღევანდელი ინციდენტი რაგბის კავშირში ბოლო დროს შექმნილ რთულ ვითარებას.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ოთხშაბათს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაჭრეს, იუწყება „პირველი არხი“.

უწყების მონაცემებით, გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა განაცხადა, ინციდენტის ადგილზე მაშინვე გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც თვითმხილველები გამოკითხეს.

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის თქმით, პაციენტს ცეცხლსასროლი ჭრილობა მარცხენა წვივის მიდამოში აქვს.

„პაციენტი სტაბილურია, ჩაუტარდა სრული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევა. ამჟამად გადაყვანილია საოპერაციოში. ჩაუტარდება მცირე ქირურგიული ჩარევა, მოხდება ჭრილობის რევიზია და უცხო სხეულის ამოღება. არ ვლინდება ძვლების დაზიანება“, – განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

მასმედიის ინფორმაციით, დაჭრილია რაგბი-7-ის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა დღევანდელი ინციდენტი რაგბის კავშირში ბოლო დროს გამწვავებულ ვითარებას.

რაგბის კავშირში პრობლემები დაიწყო აგვისტოს დასაწყისში, როდესაც 31 კლუბის წარმომადგენლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი კავშირის ხელმძღვანელობას სთხოვდა ბოლო ოთხი წლის ფინანსური ანგარიში ჩაებარებინა.

ამის შემდეგ გადადგა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რომელიც პოსტს ოთხ წელზე მეტხანს იკავებდა. მისი წასვლის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატის განახლება შეუძლებელი გახდა.

ათი დღის შემდეგ კი გადადგა კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გორგასლიძეც, რომელიც თანამდებობაზე, წესით, წლის ბოლომდე და პრეზიდენტის არჩევნებამდე უნდა ყოფილიყო. მისი წასვლის მიზეზი უცნობია.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა. შეხვედრა 16 აგვისტოს შედგა. პრემიერი დაპირდა მორაგბეებს, რომ კავშირს შეუერთდება დროებითი მენეჯერი, რომელიც სარეკომენდაციო ჯგუფთან ერთად დეკემბრისთვის მოამზადებს ყრილობას, სადაც კავშირის პრეზიდენტს აირჩევენ.

თემები:
სპორტის ამბები (816)

მთავარი თემები