22:33 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1110)
129 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით  ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უზბეკეთის 26 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში უზბეკეთის მოქალაქემ უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სარგებლობაში არსებულ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულ მოქალაქეს მიბმული ჰქონდა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი.

„ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან საკუთარ საბანკო პლასტიკურ ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი, რის შემდეგაც  დანაშაულებრივი გზით მითვისებული თანხა გაანაღდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე და 177-ე მუხლებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1110)

მთავარი თემები