00:00 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1794)
152 0 0

ექიმები პაციენტის სიცოცხლისთვის სამი თვის განმავლობაში იბრძოდნენ და მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. გორში 8 ივნისს ნაცემი 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი Formula TV.

ჩხუბი გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჯოზეფში" მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცის ცემის ფაქტზე დაკავებულია ცნობილი ქართველი მოკრივის, გიორგი კანდელაკის ვაჟი, კრივის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი თარაშ კანდელაკი.

ექიმები პაციენტის სიცოცხლისთვის სამი თვის განმავლობაში იბრძოდნენ და მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

რაც შეეხება თარაშ კანდელაკს, ის პატიმრობაშია. საქმეზე წინასწარი მოსმენა 15 სექტემბერს გაიმართება.

გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი „ჯოზეფი“, სადაც დაპირისპირება მოხდა, ბრალდებულის მამას, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1794)

მთავარი თემები