სამხედრო დასახლებაში აფეთქება მოხდა – დაშავდა ერთი ადამიანი

© Sputnik / STRINGERსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ერთმა ადამიანმა კიდურების დამწვრობა მიიღო, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

თბილისი, 11 სექტემბერი  — Sputnik.  სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია  Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთ მობინადრეს სანთებელას დამტენი აუფეთქდა.

შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ერთმა ადამიანმა კიდურების დამწვრობა მიიღო, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.



ყველა ახალი ამბავი
0