თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ასაკოვანი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მიმავალ 70 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მომხადარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

შემთხვევა დღეს მოხდა ნუცუბიძის ქუჩაზე. ავტომობილი ქვეითად მიმავალ 70 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
ავარიები საქართველოში: დაღუპულ და დაშავებულებს შორის მოზარდები არიან

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს სტატისტიკით, საქართველოში 2020 წლის პირველ ექვს თვეში ავარიებმა 203 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია. სულ ამ პერიოდში მოხდა 2 270 ავარია, რომელთაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავტოავარიების ნახევარი თბილისში მოხდა, დანარჩენი – რეგიონებში.

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა, მესამეზე - დისტანციის დარღვევა მოძრაობისას.

ყველა ახალი ამბავი
0