07:24 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1789)
61 0 0

მიუხედავად არაერთი წარუმატებელი მცდელობისა, ქართველი გოგონები რუჯის მისაღებად ლეღვის ფოთლების ნახარშს მაინც იყენებენ.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლების ნახარშით რუჯის მიღებისას დამწვრობა მიიღო, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„დამწვრობის ცენტრში გუშინ შემოვიდა 32 წლის ქალბატონი. ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმის შედეგად მეორე–მესამე ხარისხის ქიმიური დამწვრობა აქვს მიღებული, საერთო ფართობით 35 პროცენტი. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, წელს ეს მეოთხე შემთხვევაა.

„გვეგონა, რომ ზაფხული მიილია და მსგავსი შემთხვევები აღარ გვექნებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მივიღეთ მეოთხე შემთხვევა. ზაფხულში ლეღვის ნახარშის წასმის შედეგად მიღებული დაზიანების სულ სამი შემთხვევა გვქონდა და ეს მეოთხე შემთხვევაა. ოთხივე შემთხვევა ქალბატონია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

ქაშიბაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უარი თქვან ლეღვის ნახარშით რუჯის მიღებაზე.

საქართველოში მსგავსი მეთოდით მზის აბაზანის მიღების პრაქტიკა 2011 წლიდან გახდა „პოპულარული". აღსანიშნავია, რომ თითოეული შემთხვევა ჰოსპიტალიზებით სრულდებოდა, ხოლო მასმედიაში ეს ფართოდ ვრცელდებოდა.

საინტერესოა, რომ ქართველი ქალბატონები საკუთარ რეცეპტებს იგონებენ ლამაზი რუჯის მისაღებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში შედეგად მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მოაქვს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1789)

მთავარი თემები