დაპირისპირება ბიზნესმენებს შორის: ერთი პირი კომატოზურ მდგომარეობაშია

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი! - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს ქალა-ფუძის მოტეხილობა და სხვა დაზიანებები აღენიშნება, მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში თხილის ბიზნესში მონაწილე პარტნიორებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს შუახნის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

დაკავება - Sputnik საქართველო
ფონიჭალაში 16 და 17 წლის ძმები დაჭრეს: დაკავებულია 19 წლის მამაკაცი

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თხილის ქარხანასთან მოხდა. მამაკაცს დაზიანებები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„მამაკაცს ქალა-ფუძის მოტეხილობა და სხვა დაზიანებები აღენიშნება, მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0