17:53 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)
73 0 0

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაკითხეს ანა გაბეჩავა, მოწმე, რომლის დაბადების დღეზეც დაიწყო კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის, რასაც 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილი მოჰყვა.

თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული დღეს საღამოს მცხეთის რაიონული სასამართლოს შენობასთან, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანის პროცესი მიმდინარეობს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

პოლიციისა და მედიკოსების მობილიზება უკავშირდება ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის მამის, თამაზ ხომასურიძის მუქარას, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოს შენობის წინ თავის დაწვას აპირებდა.

არასრულწლოვანთა კოდექსის ნორმების თანახმად, სასამართლოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაიკითხა ანა გაბეჩავა, მოწმე, რომლის დაბადების დღეზეც დაიწყო კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის, რასაც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება მოჰყვა.

როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, გაბეჩავამ დაასახელა ოთხი კონკრეტული ადამიანი, რომელთაც, მისი აზრით, ჩადენილ დანაშაულთან აქვთ კავშირი.

სასამართლო შაქარაშვილის საქმეს სამ ნაწილად იხილავს: ჩხუბის ეპიზოდები მკვლელობამდე არასრულწლოვანთა მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვანთა მონაწილეობით და უშუალოდ ახალგაზრდის მკვლელობა. სულ საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

17 დაკავებულიდან მკვლელობის საქმეზე ბრალი ედება ხუთს, მათგან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების ვერსიით, მათ ჯერ სცემეს შაქარაშვილი, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.

თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)

მთავარი თემები