04:58 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1787)
10701

რვა წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. გუშინ ახალციხეში ბაიკერთა რბოლის დროს რვა წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იუწყება „პირველი არხი“.

როგორც კლინიკის ექიმმა გიორგი არაბიძემ განაცხადა, ბავშვს ქალა-ფუძისა და ბარძაყის მოტეხილობები აქვს. ის ამჟამად ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

„პაციენტი რაიმე ქირურგიულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეანიმაციულ განყოფილებაში ვიტალური ფუნქციების უწყვეტი მონიტორინგი. დიდი ალბათობა არსებობს, რომ გართულდეს პაციენტის მდგომარეობა. სხვადასხვა სისტემების პათოლოგიები შეიძლება გამოვლინდეს მიღებული ტრავმული დაზიანებების გამო. პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“, – განაცხადა ექიმმა.

შემთხვევა გუშინ ბაიკერების რბოლის დროს მოხდა. როგორც ბავშვის მამის მეგობარი ამბობს, მამას ბავშვი ხელიდან დაუსხლტა და მოვლენები წამში განვითარდა.

შსს-მ მომხდარზე ძიება სსკ-ის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო (276-ე მუხლის მეორე ნაწილი).

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)

მთავარი თემები