07:32 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1130)
22701

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მხარეებს შორის კონფლიქტი ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით დაიწყო, რა დროსაც ისინი თანხის ნაწილში ვერ შეთანხმდნენ

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 42 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, იყალთოში მცხოვრებმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით რუისპირში მცხოვრები მამაკაცი მოკლა. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მხარეებს შორის კონფლიქტი ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით დაიწყო, სავარაუდოდ, ისინი თანხის ნაწილში ვერ შეთანხმდნენ.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ტაქსში მოხდა, რომლითაც მამაკაცები გადაადგილდებოდნენ. სავარაუდო დამნაშავემ მიმალვა მოახერხა.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1130)

მთავარი თემები