13:12 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (129)
208 0 0

საქართველოს სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს შეხვდა და ყველა იმ კითხვაზე პასუხის მიღებას შეეცადა, რომელიც გარდაცვლილი გოგონას ოჯახს გააჩნია

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გამოძიების ფედერალური ბიურო (Federal Bureau of Investigation, FBI) არ არის მზად ჩაერთოს 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებაში, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურატურაში შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან თანამშრომლობისთვის მზად არის >>

ომბუდსმენი დღეს გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდა. ლომჯარიამ მას დაუსვა რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ბაჩალიაშვილის მშობლებს მათი ქალიშვილის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით აინტერესებს.

კერძოდ, ოჯახმა გამოძიებაში FBI-ს ჩართვა მოითხოვა. სწორედ ეს საკითხი განიხილა ლომჯარიამ შოთაძესთან ერთად.

„FBI აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია. როგორც ვიცი, FBI-ს მხრიდან ამ ეტაპზე არ არის მზაობა, რომ გამოძიებაში ჩაერთოს. თუმცა, როგორც გენერალური პროკურატურა აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული Google-თვის, Facebook-თვის და სხვა კომპანიისთვის“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიამ ასევე გაარკვია პროკურატურაში, შეუძლია თუ არა ოჯახს გოგონას ავტომობილის გადაადგილების თანამგზავრით გადაღებული ვიდეოკადრები მიიღოს.

„მათ განგვიცხადეს, რომ დაწყებულია მთელი რიგი მოქმედებები და ქმედებები, რომ მოპოვებული იყოს სატელიტის სურათები, თქვეს, რომ იყო გაგზავნილი მოთხოვნები და კვლავ გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (129)

მთავარი თემები