00:12 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1785)
99 0 0

გამოძიების ვერსიით, სამსახურებრივი მანქანით მოძრავმა პატრულ-ინსპექტორმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც 12 წლის ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია, პატრულ ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ბერიტაშვილის ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და მისი მართვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებისგან 12 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციელი 31 აგვისტოს დააკავეს. დღეს კი მას ბრალდება წარუდგინეს - სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1785)

მთავარი თემები