ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტები გამოჯანმრთელდნენ – ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტებთან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. შატილის გზაზე 23 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ  გადარჩენილი სამი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა ჟურნალისტებთან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.

პატრიარქმა შატილში დაღუპულთა ოჯახები გაამხნევა: უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ>>

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილისკენ მიმავალ გზაზე კვირა საღამოს ავტოკატასტროფაში 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა. ისინი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან.

საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გზა შეცდომებს არ პატიობს - შატილში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა

„რამდენიმე დღის წინ სამი ქალბატონი პოლიტრავმით შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა, კლინიკურად სამივესთან იდენტური დიაგნოზები დაისვა. პაციენტებთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია, აქედან გამომდინარე, ლიკვიდირებულ იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანებები. ამ ეტაპზე პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული სამივე მათგანთან გეოდინამიკის მართვის მხრივ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის თქმით, ორ პაციენტს ტრავმის შედეგად დაზიანებული ჰქონდა გულ-მკერდის ღრუ, ფილტვის ქსოვილი. შემოყვანისას სამივე მათგანთან იყო ღრმა კომა, ამ ეტაპზე კი სამივე მათგანთან გამოვლინდა ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესება, გამოჩნდა გუგის და ტრაქეის რეფლექსი, რქოვანას რეფლექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ პაციენტებთან დადებითი დინამიკა გაჩნდა.

„ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად არ ვლინდება არც ერთთან უარყოფითი დინამიკა. ვიმედოვნებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რთულ გზაზე, რაც მათ უნდა გაიარონ გამოჯანმრთელებამდე, არანაირი პრობლემა არ შეექმნათ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტები გამოჯანმრთელდნენ“, – განაცხადა რატიანმა.

შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0