მაშველებმა მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოწერა
თვითმხილველებმა დაინახეს, რომ დაახლოებით დილის ცხრა საათზე ორთაჭალის ჰესთან მდებარე ხიდიდან მამაკაცი მტკვარში გადახტა და მაშინვე „112"-ში დარეკეს.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა ძებნის შედეგად მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ტელეკომპანია Rustavi 2 იუწყება, მამაკაცი მდინარეში ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურთან ხიდიდან გადახტა.

მტკვარში ორი დღის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს>>

თვითმხილველებმა ამის შესახებ სასწრაფოდ აცნობეს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში დაახლოებით დილის ცხრა საათზე გადახტა.

ყველა ახალი ამბავი
0