ტრაგედია თერჯოლაში: გარდაცვლილი ბავშვის მამას ბრალი ორი მუხლით წარედგინა

© photo: Sputnik / StringerРуки в наручниках. Задержание преступника
Руки в наручниках. Задержание преступника - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, მოზარდის თვითმკვლელობა გამოიწვია.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მამას ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარუდგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ტრაგედია თერჯოლაში: 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის მამას, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდი საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამაკაცი არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა. მამის მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად ბავშვი მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ იმყოფებოდა.

არასრულწლოვნის მამა სამართალდამცველებმა იმავე დღეს, 23 აგვისტოს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11'.115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით წარედგინა.

მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ყველას, ვინც იცოდა ძალადობის ფაქტის შესახებ და არანაირი ზომა ამის აღსაკვეთად არ მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0