00:22 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1113)
99 0 0

ორი ბრალდებულიდან ერთი დანაშაულს აღიარებს, მეორე კი აცხადებს, რომ კონფლიქტში გამშველებლის როლს ასრულებდა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ამბროლაურში 29 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

22 აგვისტოს ამბროლურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს. ლასო მასთან სტუმრად მყოფი გოგონების ნასვამი მამაკაცებისგან დაცვას ცდილობდა.

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს>>

ორი ბრალდებულიდან ერთი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მეორე კი აცხადებს, რომ კონფლიქტში გამშველებლის როლს ასრულებდა.

ამ უკანასკნელს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მკაფიოდ ახსოვს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.

მეორე პირი კი, რომელიც დანაშაულს აღიარებს, ამ ეტაპზე ადვოკატის მომსახურებაზე უარს აცხადებს.

გამოძიების ინფორმაციით, 29 წლის ლასო აბუთიძესა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ 19 წლის ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აბუთიძე დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლასო აბუთიძეს სოფელში კოტეჯი ჰქონდა, რომელსაც ტურისტებზე აქირავებდა. 29 წლის მამაკაცს, სავარაუდოდ, მისმა მდგმურმა ტურისტმა გოგონებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს, რადგან მათ კოტეჯის გვერდით მყოფი მუშები აწუხებდნენ. სავარაუდოდ, სწორედ მათ დაუპირისპირდა აბუთიძე.  გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

განზრახ მკვლელობა ჩუმლაყში: დაკავებულს ბრალი წარედგინა>>

პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან არიან.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1113)

მთავარი თემები