23:08 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1787)
127 0 0

ინციდენტი, რომლის დროსაც შვიდი ადამიანი დაშავდა, ხოლო 11 დააკავეს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში საძოვრები ადგილობრივ მოსახლეობასა და მწყემსებს შორის სერიოზული კონფლიქტის საფუძველი გახდა – დაპირისპირება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

როგორც ტელეკომპანია Rustavi2 სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, მწყემსებმა მეზობელი სოფლიდან რამდენიმე ასეული ცხვარი მორეკეს საძოვარზე, რომელსაც თორიის მცხოვრებლები თავიანთი პირუტყვისთვის იყენებდნენ.

ურთიერთობების გარკვევა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად – დაკავებულია 11 ადამიანი, ხოლო შვიდს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მათი დაზიანებები მსუბუქი იყო, ამიტომ ნინოწმინდის კლინიკიდან ისინი მალე გაწერეს.

ფაქტზე ძალადობის მუხლით საქმე აღიძრა, მიმდინარეობს გამოძიება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)

მთავარი თემები