თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. იმერეთის რეგიონში 49 წლის მამაკაცი საკუთარი არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 11 წლის მოზარდი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, მოზარდის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, რაც ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.