00:23 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (289)
447 0 0

21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად ჩოლურის და ლაშხეთის თემები ლენტეხში მთლიანად გარე სამყაროს მოწყდა. წყალმა წაიღო საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა ხიდები. აღდგენითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში დილიდან მძიმე ტექნიკა მუშაობს - რეგიონში გადაუდებელი წვიმების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა და გაწმენდა მიმდინარეობს.

21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად ჩოლურის და ლაშხეთის თემები ლენტეხში მთლიანად გარე სამყაროს მოწყდა. წყალმა წაიღო საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა ხიდები. უხვი ნალექის გამო სამი მდინარე - ლასკადურა, ჩოლშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს მოწყდა ხუთი სოფელი - დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიდი და მუცდი. აღდგენითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.

უამინდობის გამო სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელთან მისასვლელი გზა კიდევ ერთხელ დააზიანა.

რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ოთხ სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას ცდილობს.

„ნალექი შეწყდა და შესაბამისად, სამუშაოები უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე ორ სოფელთან – საყდართან და დურაშთან მისასვლელ გზას გავხსნით. გზის გაწმენდისთანავე სოფლებში შევიტანთ სასურსათო პროდუქტს“, – განაცხადა მაქარაშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდება არ შეწყვეტილა.

გარდა ამისა, სტიქიის შედეგად, გზები დაიტბორა მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც. ამ დროისათვის ლენჯერსა და მულახში გზები აღდგენილია. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში, რომელიც გარესამყაროს გუშინ მოწყდა, დროებითი გზის მოწყობის სამუშაო დღეს დაიწყება. ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, მთლიანობაში დაზიანებულია ადიშთან დამაკავშირებელი გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი.

სტიქიის საპრევენციო სამუშაოს ფარგლებში, კალა-უშგული დამაკავშირებელ გზაზე სოფელ იფართან ცენტრალური გზა გამაგრდა და მდინარის კალაპოტი შეიცვალა.

სინოპტიკოსები 21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებდნენ და მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ გვაფრთხილებდნენ.

თემები:
უამინდობა საქართველოში (289)

მთავარი თემები