05:55 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1118)
2171 0 0

მრავალშვილიან ოჯახში ბრალდებულთან ერთად სხვა ძიძებიც მუშაობდნენ. პოლიციას დანაშაულის შესახებ სწორედ მათ შეატყობინეს

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. თბილისში ორი წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 47 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც ორ სხვა ძიძასთან ერთად ხუთ მცირეწლოვანს უვლიდა. ბრალდებული სისტემატურად სცემდა ორი წლის ბავშვს, ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა ძიძებმა სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის თანამშრომლებმა ქალი დაუყოვნებლივ დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე, რაც ორ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1118)

მთავარი თემები