საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან ჩრდილო–დასავლეთით 133 კილომეტრში, დაბა ჯავიდან ცხრა კილომეტრში დაფიქსირდა.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირა.

ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა დაბა ჯავასთან ახლოს, სოფელ აბანოში 15:50 საათზე მოხდა.

მესამე მიწისძვრა ერთ დღეში: საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები კვლავ დაფიქსირდა>>

ეპიცენტრი 13 კილომეტრ სიღრმეში იყო.

ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0