00:07 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1785)
196 0 0

გაზგამანაწილებელი კომპანიის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ლაზერული ტესტირების დროს გაზის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინა.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. სავაჭრო ცენტრ City Mall-ში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება აღკვეთეს, ნათქვამია თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.

აფეთქებას გადაურჩნენ: რა მოხდა სამგორის რაიონის ორ კორპუსში>>

ორშაბათს, საღამოს კომპანიის „ცხელ ხაზზე“ შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრში გაზის მძაფრი სუნი იგრძნობოდა. „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი დროულად მივიდა ადგილზე და ლაზერული ტესტირების დროს გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. კომპანიის სპეციალისტებმა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ობიექტზე გაზის მიწოდება გადაკეტეს.

შენობის გულდასმით დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ City Mall-ის ერთ-ერთ სამზარეულოში გაზქურის რვა სანთურა იყო ღიად დატოვებული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

„თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის იმ ადამიანს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და შეგვატყობინა საშიშროების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, შეამოწმონ გაზის ხელსაწყოები, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ხშირად სრულდება ლეტალური შედეგით.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1785)

მთავარი თემები