მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს – ვიდეო

© photo: Sputnikსამაშველო ოპერაცია მდინარეზე
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ მაშველებმა მკვარში ერთი ცხედარი იპოვეს, ახლახან კი – მეორე. ვარაუდობენ, რომ ისინი ბარის ორი დღის წინ გაუჩინარებული თანამშრომლები არიან.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ მტკვარში მეორე ცხედარი იპოვეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე მაშველებმა მდინარეში პირველი ცხედარი იპოვეს. ისინი, სავარაუდოდ, „ბაუჰაუსის" თანამშრომლები არიან, რომლებიც ორი დღის წინ გაუჩინარდნენ. 

პირველად ნაპოვნი ცხედარი რომ ბარის თანამშრომელია, „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაადასტურეს.

მაშველებმა მტკვარში ცხედარი იპოვეს>>

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ბარის ორ თანამშრომელს – გიორგი შალამბერიძესა და ბაია ბერუაშვილს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0