თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ქალაქ ტყიბულთან ღამით 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგი ღამის 02:31 საათზე ტყიბულიდან აღმოსავლეთით ერთ კილომეტრში (თბილისიდან 237 კმ) დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 11 კილომეტრ სიღრმეში იყო.
ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
რამდენიმე დღის წინ (12 აგვისტოს) საქართველოში ერთ დღეში სამი მიწისძვრა მოხდა. პირველი ორი მიწისძვრა (3,5 და 3,2 მაგნიტუდის) წალკასთან, სოფელ ფარავანში დაფიქსირდა, ხოლო მესამე (3,7 მაგნიტუდის) – აფხაზეთის ტერიტორიაზე.