მეოთხე სართულიდან გადმომხტარი ახალგაზრდის საქმეზე შსს განმარტებას აკეთებს

© Sputnik / Viktor Kaminskyსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. მეოთხე სართულიდან გადმომხტარი ახალგაზრდის საქმეზე მიმდინარეობს და უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი საქართველოში 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან შემოვიდა, რის შემდეგაც ის, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, მეგობართან ერთად, ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კარანტინში მყოფი მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოხტა: პაციენტი თბილისში გადაიყვანეს

„საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად. კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით,  მამაკაცს დამშვიდებისა და წესრიგის დაცვისკენ მისმა მეგობარმა, დაცვის პოლიციის და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე მისულ სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ მამაკაცი დამშვიდდა, დაემორჩილა მათ მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მეოთხე სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

მამაკაცი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საქართველოში კარანტინის ვადა 14-დან 12 დღემდე შემცირდა >>

უწყების ცნობით, უკვე გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია მამაკაცის პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0