04:30 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1798)
175 0 0

რეგიონში, რომელიც სტიქიის გამო ძალიან დაზარალდა, აღდგენითი სამუშაოები მიდის, პარალელურად ზარალს ითვლიან.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სტიქიური უბედურების ზონაში – რაჭაში ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ენერგოკომპანია Energo Pro Georgia-მ საოცრად რთულ პირობებში შეძლო წყალდიდობისგან დაზარალებული სოფლებისთვის ელექტროენერგიის აღდგენა, ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე. შემოვლითი გზა მოწყობილია სოფელი ღარი-ჯინჭვისის მიმართულებით. სოფელ გლოლაში დასრულებულია მდინარე ბოყოს კალაპოტის ფორმირება. სოფელ გლოლაში, შარდომეთსა და ნაკიეთში გარემონტდა წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთები. კურორტ შოვის ტერიტორიაზე კი შეკეთდა დაზიანებული შიდასაუბნო გზა.

„რეაბილიტირებულია სოფელ უწერას სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთების 80% და გრძელდება ძველ გლოლაში შიდასასოფლო გზის დაზიანებული მონაკვეთებისა და ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშაოები. აქტიურად გრძელდება სამუშაოები ქალაქ ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის აღდგენის მიზნით", – ნათქვამია რეგიონის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ონის რაიონში გრძელდება სოფელ ხიდეშლებთან და ლაგვანასთან გადასასვლელი ხიდის სამონტაჟო სამუშაოები.

უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა რვა სოფლის მიმართულებით.

„ჯერჯერობით ხუთი სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენისა და მეხანძრე მაშველების დახმარებით სოფელ ჭიორადან თერჯოლის რეფერალურ კლინიკაში გადაყვანილია პაციენტი ინსულტის დიაგნოზით", – აღნიშნულია განცხადებაში.

ადგილზე მუშაობას განაგრძობს ზარალის დამდგენი კომისია.

კოკისპირული წვიმების შედეგად რაჭაში ნაპირებიდან გადმოვიდა მთის მდინარეები. წყალმა დატბორა ახლომდებარე ტერიტორიები, დააზიანა სახლები, გზები, ონის რაიონის ინფრასტრუქტურა. გარე სამყაროს მოსწყდა 12 სოფელი - დაახლოებით 2 ათასი მცხოვრები.

გარემოს ეროვნული სააგენტო: რაჭაში განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროება არ არსებობს>>

29 ივლისიდან მოყოლებული, ონის მუნიციპალიტეტიდან გამოიყვანეს 447 ადამიანი, 21 ადგილობრივი მცხოვრები კი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა.

ადიდებულმა რიონმა 16 სოფლისკენ მიმავალი გზები დაანგრია. აქედან 11 უკვე აღდგენილია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1798)

მთავარი თემები