00:23 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1041)
398 0 0

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით სამიდან ექვს  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, 24 წლის ბუსა ჟვანია დააკავეს.

შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს,  22 წლის ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. მას  ჭრილობები  ფილტვისა და კისრის არეში აქვს მიყენებული.

ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1041)

მთავარი თემები