ადიგენში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიითვისეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, თაღლითობაში ბრალდებული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს  და ბრალდება წარუდგინეს.

კორონავირუსმა თაღლითებს ახალი სქემები შთააგონა: ინტერპოლი განცხადებას ავრცელებს>>

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში სხვადასხვა დროს  მოიძია კომერციული მიზნებისთვის ხელსაყრელ ადგილას, ადიგენი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ახლოს  მდებარე  სახელმწიფოს კუთვნილი 2000 კვ.მ. და 0,51 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომელთაგან ერთი 2014 წელს, ხოლო მეორე - 2017 წელს წარადგინა საჯარო რეესტრში.

დაკავება - Sputnik საქართველო
თაღლითობის ფაქტი შიდა ქართლში – დაკავებულია ერთი პირი

„2014 წელს ლ.პ-მ ბოლომდე ვერ მიიყვანა დანაშაულებრივი ქმედება, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გამოააშკარავეს მისი განზრახვა, რაც შეეხება 2017 წელს, ლ.პ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მოახერხა დაეუფლებოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 40139,9 ლარის ოდენობის ზიანი“, -აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულს  ბრალდება საქართველოს სსკ-ის  19, 180 (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) და 180-ე (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) მუხლებით წარედგინა. დანაშაული   სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0