რაჭაში სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა გრძელდება

© photo: Government of Georgia / FBწყალდიდობის შედეგები რაჭაში
წყალდიდობის შედეგები რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა გუშინ შვიდი გაფრენა შეასრულეს და რაჭიდან ასზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. დანგრეული ინფრასტრუქტურა, სამყაროს მოწყვეტილი სოფლები – წყალდიდობამ რაჭა სერიოზულად დააზარალა. აქ დილიდან განახლდა ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ევაკუაცია, ნათქვამია ონის მერიის Facebook-გვერდზე.

უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

© video: Sputnik / Stringerადიდებულმა მდინარემ რაჭაში გზა გაანადგურა
რაჭაში სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა გრძელდება - Sputnik საქართველო
ადიდებულმა მდინარემ რაჭაში გზა გაანადგურა

წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის საკითხებზე მომუშავე საგანგებო შტაბის წინასწარი ინფორმაციით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.

წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა

ადგილზე გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მოეწყო რამდენიმე შემოვლითი გზა, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

ონიდან უწერამდე ოთხ სოფელს შორის გზა აღდგა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ონში წყალმომარაგების აღსადგენად სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. რადგან წყლის მიწოდება წყალდიდობის გამო ასობით სახლში შეწყდა, სასმელ წყალს ცისტერნებით აწვდიან.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა გუშინ შვიდი გაფრენა განახორციელეს და რაჭიდან ასზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, მათ შორისაა 21 არასრულწლოვანი. დაშავებულები არ არიან. მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 90 მაშველი-მეხანძრე, ასევე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები, დრონები და სპეცტექნიკა.

ყველა ახალი ამბავი
0