04:21 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1108)
305 0 0

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე ბრალდებული კი აცხადებს, რომ მას უაქციზო სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა

თბილისი, 27 ივლისი  — Sputnik.  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მისი აპარატის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა ედებათ ბრალად. მთლიანობაში ამოღებულია 8,3 ათას კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულებაც 34 ათას ლარს აღემატება. დაკავებულებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, დაცვის მხარე ორივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად 100-100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდების პოზიცია გაიზიარა.

პროკურორის ვერსიით, ბრალდებულებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ტყეში საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი „ტოიტა პრადოს“ მარკის ავტომობილი დატვირთეს უაქციზო სიგარეტით. გზაზე კი პოლიციის მითითებაზე მანქანა არ გააჩერეს და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე ბრალდებული კი აცხადებს, რომ მას უაქციზო სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის დასარიგებლად უნდოდა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1108)

მთავარი თემები