11:36 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1894)
1304 0 0

დღეისათვის საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიკარგნენ

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოში ნახევარ წელიწადში უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი 54 ადამიანს მიენიჭა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

„სახლში აგრესიული და ნამტირალევი მოდიოდა" – 23 წლის გოგონას დაღუპვის დეტალები >>

უწყების მონაცემებით, 54-დან იპოვეს 26, აქედან რვა უკვე გარდაცვლილი იყო.

ნაპოვნი ადამიანებიდან ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, ორი თურქეთის და ორი – ნიდერლანდების. თურქეთის ერთი მოქალაქე და ნიდერლანდების ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, დანარჩენი უცხოელები - ცოცხლები.

ბოლო ნახევარ წელიწადში პოლიციამ 18 წლამდე ასაკის სამი ბავშვი ვერ იპოვა. გარდა ამისა, სამართალდამცველები ეძებენ:

უგზო-უკვლოდ დაკარგულები ასაკი
8 ადამიანი 60 წელს ზემოთ
1 ადამიანი 18-დან 24 წლამდე
7 ადამიანი 25-დან 44 წლამდე
5 ადამიანი 45-დან 60 წლამდე

შსს-ს მონაცემებით, 1973 წლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 6 ათასი ადამიანი, დაახლოებით 5 ათასის პოვნა მოხერხდა.

დღეისათვის საქართველოში 986 ადამიანს ეძებენ: 204 ქალსა და 782 მამაკაცს, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიკარგნენ. აღსანიშნავია, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებიდან ყოველი მესამე დედაქალაქში ცხოვრობდა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1894)

მთავარი თემები