06:04 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (84)
588 0 0

დაცვის მხარე გამოძიების დროს ბრალდებულების ნაწილის გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვანები პროცესებს დაესწრებიან და ქვეყნიდან არ გავლენ

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ორშაბათს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის აღკვეთის ზომას გადახედავს. ამის შესახებ ერთ–ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

შაქარაშვილის საქმე: დასკვნაში შეუსაბამობების გამო ექსპერტიზის ბიურო განმარტებებს აკეთებს>>

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო. მის გაუჩინარებამდე ახალგაზრდების ორმა ჯგუფმა, რომელთა შორის ფეხბურთელიც იყო, იჩხუბა. შედეგად პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა, მათ შორის ექვსი – არასრულწლოვანი.

„პროცედურულად ერთადერთ, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს განიხილავენ. მოლოდინს რაც შეეხება, ეს საკითხი სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა და აქედან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა, არასრულწლოვნების ნაწილში მაინც იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო იმსჯელებს სამართლებრივად, შეაფასებს და მათთვის აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება“, – განაცხადა კობაიძემ.

მისი თქმით, არასრულწლოვანები ივლიან პროცესებზე და არ გავლენ ქვეყნიდან.

კობაიძე შეეხო თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ვახტანგ ჩიქოვცანის საკითხსაც, რომელსაც შაქარაშვილის ოჯახი მთავარ ბრალდებულად მიიჩნევს.

„მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს. რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლო ამ მოთხოვნას, ეს ცალკე საკითხია“, – განაცხადა კობაიძემ.

ამჟამად საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანთა კოდექსის ნორმების მოთხოვნების გამო, ჩხუბის საქმის ორ ნაწილად გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო არასრულწლოვან ბრალდებულებზე დაიწყება 31 ივლისს, ხოლო სრულწლოვანებზე – 31 აგვისტოს.

პროკურატურა ასევე არ გამორიცხავს, რომ რომელიმე დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალი წარუდგინოს.

ქართულ მასმედიაში შეძლეს გამორკვევა, რომ საქმეშია ვიღაც მოწმის ჩვენება, რომელმაც ახალგაზრდების საუბარი მოისმინა, რომლის დროსაც ერთ–ერთმა აღიარა, რომ შაქარაშვილი მდინარეში გადააგდეს.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ამ დროისთვის ისინი დნმ–ის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (84)

მთავარი თემები