ვერტმფრენი, დრონები და 80 მაშველი: სვანეთში 13 წლის ბიჭის ძებნა განახლდა

© photo: courtesy of Ksenia Pilpanილია ფილფანი
ილია ფილფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისის დილით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მას უკვე ხუთი დღეა, აქტიურად ეძებენ.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში განახლდა 13 წლის ილია ფილფანის ძებნა, რომელიც ხუთი დღის წინ დაიკარგა.

ველოსიპედის სიყვარული და რთული ასაკი: რა ვერსიები აქვს სვანეთში დაკარგული ბიჭის დედას>>

„პირველი არხის“ ინფორმაციით, მოზარდის საძიებო სამუშაოებში ჩართულია 80 მაშველი, ათობით ადგილობრივი მცხოვრები, ვერტმფრენი. ტერიტორიის მონიტორინგი დრონების მეშვეობით მიმდინარეობს.

© photo: courtesy of Ramaz Pilpani Jr.ილია ფილფანი
ვერტმფრენი, დრონები და 80 მაშველი: სვანეთში 13 წლის ბიჭის ძებნა განახლდა - Sputnik საქართველო
ილია ფილფანი

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

ის სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს.

ყველა ახალი ამბავი
0