22:48 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (84)
190 0 0

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე მოხდა ის სისხლიანი გარჩევა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

გაბეჩავამ საგამოძიებო უწყება ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

„კითხვები არ დასმულა. უბრალოდ ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს“, – განაცხადა გამოკითხვის შემდეგ მან.

გაბეჩავას ადვოკატ ლიკა ბითაძის განცხადებით, შემოწმდა სოციალური ქსელები და რაიმე დამატებითი კითხვები საგამოძიებო უწყებას არ ჰქონია.

„სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე შემოწმდა სოციალური ქსელი სასამართლო განჩინების საფუძველზე. დამატებითი კითხვები არ ყოფილა. მიმოწერის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს.

28 ივნისს მცხეთის სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 ახალგაზრდას პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებულებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. საქმეზე წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

„ისე არ გააკეთოთ, რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მიიყვანოთ“ – ფოტოგრაფი შსს-ში დაკითხეს >>

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს თბილისის საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის აღსაზრდელი გიორგი შაქარაშვილი მეგობართან ერთად მცხეთაში დაქირავებულ სახლში წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარკვევა გაგრძელდა ტრასაზე, სადაც კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგიმ გარჩევის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

ასევე ცნობილია, რომ მცხეთა-თბილისის ტრასაზე, ჩხუბის ადგილზე 15-20 წუთის სხვაობით ორი ავტომობილი მივიდა. ავტომობილების მგზავრებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის, რომელთა შორის იყო გიორგი შაქარაშვილი, ორი ჩხუბი მოხდა. ამის შემდეგ შაქარაშვილი არავის არ უნახავს.

 

თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (84)

მთავარი თემები