გიორგი შაქარაშვილის საქმე: დამატებითი ექსპერტიზა და პასუხგაუცემელი კითხვები

© photo: Giorgi Shakarashvili / FBგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. გამოძიებამ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა და შესაბამისი თხოვნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა.

საუბარია ბიოლოგიურ და მიკრონაწილაკურ ექსპერტიზაზე. შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ ქართული ტელეარხებით არაერთხელ განაცხადა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, რომელმაც, შესაძლოა, საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: ნიკა გვარამიამ სასამართლოს კითხვებს უპასუხა

10 ივლისს პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. თუმცა, შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა.

მირიან ნიკოლაძის თქმით, გიორგის სიცოცხლეშივე მიაყენეს დაახლოებით 12 სერიოზული დაზიანება, რაც ამტკიცებს, რომ მის მიმართ თავიდან ფიზიკური ძალა გამოიყენეს და შემდეგ მდინარეში ჩააგდეს.

საქართველოს პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა სსკ-ის მუხლით "დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა".

19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ უკვალოდ გაქრა, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან ექვსი – არასრულწლოვანი. წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0