სოფელ დარჩელში 15 წლის ბიჭს ეძებენ – რა ვითარებაში გაუჩინარდა მოზარდი

© photo: Sputnik / Nika Latariaმდინარე ჯუმი
მდინარე ჯუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 წლის ბიჭს, რომელიც მდინარე ჯუმთან საქონელს მწყემსავდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ამ დრომდე ეძებენ.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდინარე ჯუმში ჩავარდნილ მოზარდს ეძებენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია.

© photo: Sputnik / Nika Latariaმოზარდის სამძებრო სამუშაოები მდინარე ჯუმში
სოფელ დარჩელში 15 წლის ბიჭს ეძებენ – რა ვითარებაში გაუჩინარდა მოზარდი - Sputnik საქართველო
მოზარდის სამძებრო სამუშაოები მდინარე ჯუმში

ადგილზე ასევე იმყოფებიან ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და მისი მოადგილე გიგა ფარულავა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. პროცესს ართულებს ის, რომ კოკისპირული წვიმების გამო მდინარეში წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0