თემქაზე აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცი
საპატრულო პოლიცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივების თქმით, ბინა ერთი თვის განმავლობაში დაკეტილი იყო. აფეთქების შედეგად დაინგრა კედელი და დაზიანდა კორპუსთან გაჩერებული რამდენიმე მანქანა.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. თემქაზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, იუწყება პირველი არხი.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში 3,5 ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

ადგილობრივების თქმით, ბინა ერთი თვის განმავლობაში დაკეტილი იყო.

აფეთქების შედეგად დაინგრა კედელი და დაზიანდა კორპუსთან გაჩერებული რამდენიმე მანქანა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

ყველა ახალი ამბავი
0