რუსთავში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსასწრაფო დახმარება რუსთავში
სასწრაფო დახმარება რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ჯართის მიმღებ პუნქტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ჯართის მიმღებ პუნქტში გაზის ბალონი აფეთქდა. მამაკაცი ამავე პუნქტში მუშაობდა.

მამაკაცი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0