სკანდალი ქუთაისის უნივერსიტეტში: კათედრის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები ლექციაზე
სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვის და რისთვის გამოართვა ქრთამი უნივერსიტეტის თანამშრომელმა - ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გრძელდება.

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის მონაცემებით, უნივერსიტეტის თანამშრომელი  ქრთამის აღების ფაქტზე გუშინ დააკავეს.

დანაშაულის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე თანამდებობა დატოვა რექტორის მოადგილემ, გიგა ღავთაძემ. უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი ღავთაძის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ღავთაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

„რაც შეეხება მდივნის დაკავების ფაქტს, არ მაქვს ინფორმაცია, რადგან არ ვარ ქუთაისში. ორშაბათს გავაკეთებ შესაბამის განცხადებას”, – განაცხადა კოპალიანმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0