12:40 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1631)
86 0 0

ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მაშველებმა ბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, სხვა დაშავებული არავინაა

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, განუცხადეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძარი ხუთშაბათს საღამოს რუსთავის მე-12 მიკრორაიონში გაჩნდა.

„ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მაშველებმა ბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მოსახლეობის დროული ევაკუაციის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების ოთხი ბრიგადა. ხანძრის ლიკვიდირების მიუხედავად, მათ ტერიტორია ჯერ არ დაუტოვებიათ.

საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ხანძარი გააჩინა ფსიქიური პრობლემების მქონე მამაკაცმა, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. სავარაუდოდ მან ბინიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. ამის შესახებ მაუწყებელს მისმა ძმამ განუცხადა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1631)

მთავარი თემები