18:41 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1053)
13410

გამოძიების ინფორმაციით, დეპუტატი სიცოცხლის მოსპობით მეუღლესა და შვილებს „ტეტეს" სისტემის პისტოლეტით დაემუქრა და მათზე ფიზიკურად იძალადა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი ცოლისა და შვილების მიმართ ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გამოძიების ინფორმაციით, დეპუტატი სიცოცხლის მოსპობით მეუღლესა და შვილებს „ტეტეს" სისტემის პისტოლეტით დაემუქრა და მათზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა დეპუტატის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით „კალაშნიკოვის" სისტემის უკანონოდ შენახული იარაღიც ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობისა და  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ოჯახური ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში – ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ქალია.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს „ცხელი ხაზი“ 116006, სადაც შესაძლებელია უფასოდ ანონიმური ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება რვა ენაზე. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „ცხელი ხაზი“ – „112“.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1053)

მთავარი თემები