30 წლამდე მამაკაცმა მძინარე მამა და ბაბუა მოკლა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა – მან მკვლელობისთვის 15 წელი მოიხადა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მცხეთაში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხი“.

მეზობლების თქმით, მამაკაცმა მკვლელობა ორი დღის წინ, გვიან ღამით ჩაიდინა.

„ჩემი ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, გამთენიისას, 04:00 საათზე მოხდა. მამაკაცმა მძინარე მამა და ბაბუა მოკლა. მანამდე კონფლიქტი ჰქონდათ. ეს ბიჭი ციხიდან ოთხი დღის წინ გამოვიდა. 15 წელი მკვლელობისთვის იჯდა. ახლ დაახლოებით 30 წლისაა", – განაცხადა მეზობელმა მარიამ ტატიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული. გარდაცვლილები პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება „დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის" მუხლით დაიწყო, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს, რომელიც ამჟამად გაქცეულია.

ყველა ახალი ამბავი
0