03:13 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1049)
73 0 0

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. გორის საქალაქო სასამართლომ ცოლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. პირველი არხის ინფორმაციით, ადვოკატმა ნათია სირაძემ დაკავებულის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

გამოძიების ინფორმაციით, 202 წლის 6 ივლისს სურამში ბრალდებულმა ეჭვიანობისა და შურისძიების ნიადაგზე თავის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით მრავალრიცხოვანი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობებისგან ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. 30 წლის ქალს სამი შვილი დარჩა.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1049)

მთავარი თემები