მესტიაში მთის ფერდობზე ხანძარია - მეხანძრე-მაშველები ტექნიკის გარეშე მუშაობენ

© FB / Emergency Management Serviceხანძარი სვანეთში
ხანძარი სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან. ტერიტორია, სადაც ხანძარია, ტრანსპორტისთვის მიუვალია

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანის სიახლოვეს ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან. ხანძარი მთის ფერდობზეა.

არსებული ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ხანძარია, ტრანსპორტისთვის მიუვალია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტექნიკის გარეშე იმუშავებენ.

ტყეში შეინიშნება დაკვამლიანება და მობილიზებულია სამი ეკიპაჟი, 20-მდე მეხანძრე-მაშველი.

ყველა ახალი ამბავი
0