3 წლის ბავშვს, რომელიც მეექვსე სართულიდან გადავარდა, ოპერაცია ჩაუტარდება

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშისაოპერაციოში
საოპერაციოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ბავშვს ზედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისში მეექვსე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვი კვლავ უმძიმეს მდგომარეობაშია, მას დღეს ოპერაცია ჩაუტარდება, განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
დიდ დიღომში სამი წლის ბავშვი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა

უბედური შემთხვევა პარასკევს დიდ დიღომში პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ექიმის ინფორმაციით, ბავშვს ზედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება და დღეს ოპერაცია ჩაუტარდება.

„ისევ ისეთი მდგომარეობაა, მართვით სუნთქვაზეა, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, ახლა საოპერაციოში უნდა შეიყვანონ. ორივე ხელის ზედა კიდურზე ღია მოტეხილობები ჰქონდა და გუშინ ვერ მოხერხდა ამ ოპერაციის ჩატარება, მხოლოდ ნეიროქირურგიული ჩარევა მოხდა და ამ ოპერაციასაც ჩაუტარებენ“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0