09:30 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1046)
10901

თურქეთის მოქალაქემ ყელი გამოჭრა პოლიციის განყოფილების გამომძიებელს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა.

პირველი არხის მონაცემებით, თურქეთის მოქალაქე ჰასან დოღანს ბრალად ედება ის, რომ მან ყელი გამოჭრა ერედვში მდებარე პოლიციის განყოფილების გამომძიებელს, რომლის ბინაშიც ქირით ცხოვრობდა. პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და თურქეთის მოქალაქე სასამართლოს განაჩენს ციხეში დაელოდება.

მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1046)

მთავარი თემები