14:30 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1623)
175 0 0

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხელ კვალზე დააკავა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. გორში პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით მოკლეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მოკლული 44 წლის იყო და ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც პოლიციელის ბინა ჰქონდა ნაქირავები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შსს თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1623)

მთავარი თემები